მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის საახალწლო მილოცვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის საახალწლო მილოცვა

31-12-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

ეს დღესასწაული ყოველთვის დამუხტულია დადებითი ემოციებითა და მომავლის იმედით.  განურჩევლად ასაკისა, თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება. მომავალი კი, წარმოუდგენელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე, ამიტომ მეამაყება, რომ იმ უნივერსიტეტს წარმოვადგენ, რომელიც ყოველთვის იდგა ტექნოლოგიური წინსვლის მხარეს. უნივერსიტეტს, რომელსაც ძალიან მალე, 16 იანვარს, დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება.

მახარებს, რომ ბოლო წლების მთავარ გამოწვევას - პანდემიას ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებით გაუმკლავდა. მიუხედავად მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და უფრო მეტიც,  აკადემიური სივრცე 2022 წელს კიდევ უფრო ძლიერი ხვდება. ამისთვის კი, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს. თქვენ ყოველდღიური დაუღალავი შრომით, ცოდნის გაზიარებითა თუ მიღებით, საფუძველს უქმნით საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს. დაე,  ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ ყველას ერთად!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და წარმატებას.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11