მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის - EU4Environment ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის - EU4Environment ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

31-12-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ქართველი ექსპერტებისთვის   ტრენინგი - გამზომი მოწყობილობები/ხელსაწყოები ჩატარდა, რომლის  შესახებ ინფორმაციასაც ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი პროგრამის - „ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები“  ფარგლებში, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა ნოდარ ქევხიშვილმა ჩაატარა.

„ წრიული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები, რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო–ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, წარმოადგენს „ევროკავშირი გარემოსათვის“ (EU4Environment) პროგრამის რეგიონალურ პროექტს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. EU4Environment-ის ქმედებები მიმართულია ხუთი პრიორიტეტული შედეგის მიღწევისკენ: მწვანე გადაწყვეტილებების მიღება, ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები, სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები გარემოსდაცვით სფეროში, ეკოსისტემური სერვისები და საარსებო წყაროები, ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალი მნიშვნელოვან კვლევებს ჩაატარებს.“ - აცხადებს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი ელენე შატაკიშვილი.

EU4Enironment პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი (World Bank).

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11