მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრში სემინარების ციკლი “ABET აკრედიტაცია“ გრძელდება

სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრში სემინარების ციკლი “ABET აკრედიტაცია“ გრძელდება

27-12-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრში , შიდა საუნივერსიტეტო, on-line სემინარების ციკლი - “ABET აკრედიტაცია“  გრძელდება.

სემინარები, რომლებშიც  ჩართული იქნებიან საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები, მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის დახმარებას საერთაშორისო, ABET  აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის მოთხოვნების, სტანდარტებისა და მიღების პროცედურების გაცნობაში.

პირველი  სემინარი: „ABETაკრედიტაციის სტანდარტების და მიღების პროცედურები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე  8  და 22 დეკემბერს ჩატარდა, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე უძღვებოდა.  

სემინარები ახლაც ორ, ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასში მონაწილე ყველა პირი კი, შესაბამის  სერთიფიკატს მიიღებს.

სემინარებზე დარეგისტრირება ხორციელდება საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრში.  სემინარების თარიღთან და სხვა დეტალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე:  iac@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11