მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აგრარული მიმართულების პირველი ქართული სახელმძღვანელო გამოსცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აგრარული მიმართულების პირველი ქართული სახელმძღვანელო გამოსცა

28-12-2021


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის, სპეციალისტებისა და მეწარმეებისათვის უნიკალური სახელმძღვანელო- „სურსათის ქიმია“ გამოსცა. ეს მიმართულების პირველი სრულფასოვანი წიგნია და მისი გამოცემის უფლება, მხოლოდ სტუ-ის აქვს.

„სურსათის ქიმიის“ გამოცემამდე საქართველოში არ არსებობდა მიმართულების ქართულენოვანი ლიტერატურა. სახელმძღვანელოს გამოცემის  დღიდანვე ვიყენებთ  სასწავლო პროცესში და მას ანალოგი არ გააჩნია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რედაქტირებაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პროფესორებს, გურამ ტყემალაძეს და მალხაზ ბერეჟიანს. სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს - გვანცა წიწილაშვილს, ანა მჭედლიძეს და სოფი ხარაიშვილს. ტექნიკური დახმარებისათვის კი, განსაკუთრებული მადლობა 54-ე სკოლის მოსაწავლეს რეზი ქვარცხავას“ - აცხადებს სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, გიგა ქვარცხავა.

სახელმძღვანელოს გამოცემის ექსკლუზიური უფლება, რომლის ავტორებიც აგრარული მიმართულების მაღალი კლასის სპეციალისტები- ბელიტცი, გროში და შიბერლე არიან, აქამდე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გამოცემას, SPRINGER NATURE - ს ჰქონდა.

„სურსათის ქიმია“ ქართულ ენაზე გიგა ქვარცხავამ და ვახტანგ უგრეხელიძემ თარგმნეს.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11