მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ვანო (ივანე) გორგიძის გარდაცვალების ერთი წლისთავის გამო

ვანო (ივანე) გორგიძის გარდაცვალების ერთი წლისთავის გამო

16-12-2021


ერთი წელი გავიდა ბატონ ვანოს გარდაცვალებიდან. საოცარია ღმრთის განგებულება. სიცოცხლის ნახევარზე მეტი საქართველოს პოლიტექნიკური, შემდეგ კი ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის, სტუდენტი-ახალგაზრდობის განვითარებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წინსვლის საქმეს შეალია, თავად კი მეტად ჩუმად და მოკრძალებულად გაიხურა სააქაოს კარი. ასეთივე უხმაუროდ მოღვაწეობდა იმ საშვილიშვილო საქმეებისთვის, რომლებიც წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი ფასეულობებია.

მადლიერ და ღირსეულ მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებს არასდროს დაავიწყდეათ ბატონ ვანოს თავდაუზოგავი შრომა, რომელიც შედუღაბებული იყო საქართველოში ტექნიკური მეცნიერების აყვავებასთან, მის პოპულარიზაციასა და ნოვაციების დანერგვასთან.

ბატონი ვანოს (ივანეს) დამსახურება განუსაზღვრელია მისივე დაარსებულ ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ფუნქციონირებაში. ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა აქტიური სისტემების მართვის თეორიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბების საქმეში.

საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყოო ბატონი ვანოს მუხლჩაუხრელი მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობაში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ასრულებდა ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობას-პირნათლად, ერთგულად და საოცარი სულიერებით.

ბატონი ვანო იყო მრავალმხირივი ადამიანი - დაჯილდოებული სამეცნიერო, პედაგოგიური, ორგანიზატორული, სულიერი და საზოგადოებრივი ინტელექტის თვისებებით, რაც უდავოდ მისაბაძი, დასამახსოვრებელი და სანიმუშოა თითოეული ჩვენგანისთვის.
წავიდა და დატოვა კვალი ნათელი და სიცარიელე, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს.

მონაზონი იოანე(მამუკა) ცუხიშვილი

15.12.2021 წელი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11