მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში- Webometrics

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში- Webometrics

14-12-2021

Webometrics - უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ უნივერსიტეტების პრესტიჟი მსოფლიო მასშტაბით და თვალყური ადევნონ მათ განვითარებას.

Webometrics 17 წელია აკვირდება საერთაშორისო უნივერსიტეტებს და წელიწადში ორჯერ (იანვარსა და ივლისში) აქვეყნებს მათ რეიტინგებს. თავდაპირველად აღნიშნულ სარეიტინგო სისტემაში ხვდებოდა 19 000 უნივერსიტეტი, დღეს კი ეს რიცხვი 31 000-ზე მეტს შეადგენს.

უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა რეიტინგს სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით ითვლის:

·      ხილვადობა (Impact) - ვებ-გვერდის ხილვადობა

მეთოდოლოგია - გარე რესურსების (წყაროების, ქვეწყაროების) რაოდენობა, რომლებიც უკავშირდება დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდს (რიცხვი ნორმალიზებულია და მაქსიმალური მნიშვნელობაა შერჩეული);

·      გამჭირვალობა (transparency or openness) - ტოპ ციტირებადი მეცნიერი.

მეთოდოლოგია -  წყაროსთან შეფარდებით, ტოპ ავტორებს შორის ციტირების რაოდენობა.

·      უპირატესობა (excellence) - ტოპ ციტირებადი ნაშრომი

მეთოდოლოგია - ნაშრომები, რომლებიც შედის ყველაზე ციტირებადი შრომების 10%-ში.

აღსანიშნავია, რომ  სარეიტინგო მეთოდოლოგია რეგულარულად იცვლება, რათა შედეგები იყოს მაქსიმალურად ობიექტური. შესაბამისად, ამა თუ იმ კრიტერიუმის წონა მუდმივად  იზრდება ან/და  მცირდება, რაც ზოგჯერ რეიტინგში უნივერსიტეტების პოზიციაზე  სერიოზულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ჭრილში და რა მასშტაბით ვაკვირდებით უნივერსიტეტს: მსოფლიოს, ქვეყნის თუ ქალაქის მიხედვით.

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტების ტოპ სამეულში ღირსეულ ადგილს იკავებს. 

სტუ უნივერსიტეტებს შორის ძირითად ნუსხაში მეორე ადგილზეა ( 1 ადგილი- თსუ, 3 ადგილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო  Webometrics-ის (openness rank -2402) ტოპ ციტირებადი მეცნიერის კრიტერიუმის შეფასების მიხედვით, პირველზე.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ   საქართველოს საუნივერიტეტო სივრცეში ყველაზე ციტირებადი მეცნიერების რაოდენობრივი მაჩვენებლით ლიდერია.


საერთაშორისო სარეიტინგო  სისტემა უნივერსიტეტის რეიტინგს დარგების მიხედვითაც განსაზღვრავს. 2021 წლის ივლისის დარგობრივი მაჩვენებლით, სტუ ცენტრალური და აღმოსავლეთი ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგის  ტოპ ასეულში შედის და აქაც (openness rank -2402) ტოპ ციტირებადი მეცნიერის კრიტერიუმის მიხედვით, პირველ ადგილზეა.  





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11