მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი“

„ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი“

09-12-2021

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე კომპანია "არემჯის" ინიციატივით გახსნილი "ინოვაციური სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი" უკვე მრავალ ღონისძიებაშია ჩართული. რამდენიმე კვირაა გეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები სპეციალურ, თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს ეუფლებიან.

შეხვედრები ყოველ შაბათს ტარდება და მსმენელებს საშუალება აქვთ აღნიშნული პროგრამები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე გაიარონ. კურსის პირველი ნაწილის ტრენერია, სამთო-გეოლოგიურო ფაკულტეტის კურსდამთავრებული მაგისტრი, ირაკლი ზარქუა.

მომავალი სასწავლო სემესტრიდან ცენტრში ასევე დაგეგმილია, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების- "გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების შესავალი" და "გეოინფორმაციული სისტემები გეოლოგიაში" სწავლება.




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11