მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კომპანია "აპტოსი" სტუ-ის სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს!

კომპანია "აპტოსი" სტუ-ის სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს!

09-12-2021



კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

· ტექნიკური ელექტრული პრობლემის შეფასება და აღმოფხვრა;

· ელექტრო გაყვანილობებში არსებული დაზიანებების შეფასება და აღმოფხვრა;

· დაზიანებული ელექტრონულ და მექანიკური სისტემის ნაწილების შეცვლა;

· დანადგარების შეკეთება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

· მეტროლოგიის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;

· უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;

· სასტერილიზაციო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

· ეთილენოქსიდის გაზის ბალონების სატვირთოდან ჩამოტვირთვა/დატვირთვა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

· უმაღლესი ტექნიკური განათლება;

· რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;

· ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

· მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კომპეტენციები

· ორგანიზებული;

· ლოგიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

· კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 3 იანვრამდე პროფესიული რეზიუმე გააგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ავტომატიზაციის მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

კომპანია დავუკავშირდება, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11