საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო მხარდაჭერით, 3 დეკემბერს რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, "ციფრული ტრანსფორმაცია ინჟინერიაში" გაიხსნა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, რეგიონში საინჟინრო მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი კვლევის წარმოჩენასა და ანალიზს.
კონფერენციაში სტუ-ის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის, სომხეთის ნაციონალური პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა კონფერენციაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი შედეგების პრეზენტირება მოახდინეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს, ჩვენს ნიჭიერ, პროგრესულ და ინოვატორ სტუდენტებს!