მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის, "ციფრული ტრანსფორმაცია ინჟინერიაში" გახსნა

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის, "ციფრული ტრანსფორმაცია ინჟინერიაში" გახსნა

03-12-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო მხარდაჭერით, 3 დეკემბერს რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, "ციფრული ტრანსფორმაცია ინჟინერიაში" გაიხსნა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა, რეგიონში საინჟინრო მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი კვლევის წარმოჩენასა და ანალიზს.

კონფერენციაში სტუ-ის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის, სომხეთის ნაციონალური პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა კონფერენციაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი შედეგების  პრეზენტირება მოახდინეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს, ჩვენს ნიჭიერ, პროგრესულ და ინოვატორ სტუდენტებს!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11