მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (IMPH)

ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (IMPH)

02-12-2021

ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული, ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (Vanke School of Public Health), ჩინეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program).

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (IMPH) „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში, მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე  ახალი თაობის ლიდერების განვითარებაში.

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა, ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად, ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კამპუსის ხარჯებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისათვის, სრული 3-წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11