მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიონანოაგენტების კვლევის თანამედროვე მეთოდები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიონანოაგენტების კვლევის თანამედროვე მეთოდები“

26-11-2021

24-25 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „ბიონანოაგენტების კვლევის თანამედროვე მეთოდები“ გაიმართა, რომელიც მიზანად ისახავდა ბიონანოაგენტების კვლევის მიმართულებით საქართველოში გრძელვადიანი ინოვაციური პოტენციალის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს პოპულარიზაციას.

კონფერენციაში მონაწეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მკვლევრები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობდა იმს-ის ფაკულტეტის საინჟნრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ევრო ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი პაატა კერვალიშვილი.

სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა:

  • ოპტიკური მეთოდების და სპექტროსკოპიის პოტენციალის შესწავლა ბიოაგენტების კონტროლისა და კვლევის საკითხში;

  • ჯამურ-სიხშირული გენერაციის და სხვა ინფრაწითელი და რამანის სპექტროსკოპიული საშუალებების გამოყენების მარტივი და ეფექტური გზების შესწავლა ვირუსებისა და სხვა ბიონანონაწილაკების ვიბრაციული თვისებების გასაზომად;

  • სხვადასხვა ვირუსებში ვიბრაციის ეფექტების გაზომვის მოდელირებისა და სიმულაციის მეთოდის შემდგომი შემუშავება;

  • მკვლევარებისა და მეწარმეებისთვის ბაზრის შექმნა ახალი სპექტრომეტრული მეთოდების დანერგვისთვის პრაქტიკულ ბიო-სამედიცინო საქმიანობაში;

  • პათოგენური მიკროორგანიზმების ვიბრაციული თვისებების განსაზღვრის სამოდელო და ექსპერიმენტული მეთოდები;

  • ვირუსის მსგავსი ნაწილაკების ვიბრაციული პარამეტრების გაზომვისთან დაკავშირებული პატენტები;

  • შემუშავებული მეთოდის გამოყენების საკითხები ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და კლინიკებში.

კონფერენციის დროს წარმოდგენილი სამეცნიერო და ინოვაციური მიღწევები ხელს შეუწყობს, ახალი შემუშავებული მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემოქმედებითი იდეების ინოვაციურ პროდუქტებად თუ პროცესებად გადაქცევას. ასევე შესაძლებელი იქნება ოპტიკურ სპექტრომეტრიაში, ლაზერულ და მოლეკულურ ფიზიკაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და სისტემებში, ბაზარზე ორიენტირებულ ახალი ბიოფიზიკური და ბიო-სამედიცინო მეთოდებისა და ხელსაწყოების შექმნა.

ვირუსული ნაწილაკების საერთო და სპეციფიკური თვისებების შესწავლას დიდი პოტენციალი აქვს ახალი კონცეფციების დასამუშავებლად ბიომოლეკულების გამოვლენისა და აღქმისათვის, მაკრო/მიკრო გარემოზე დაკვირვების, სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

ინდივიდუალური ვირუსული ნაწილაკების სწრაფად, უშუალოდ და შერჩევითად გამოვლენის შესაძლებლობამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჯანდაცვაზე, კლინიკური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე და მიგვიყვანოს უკეთეს შედეგამდე ჯანდაცვაში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11