მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

30-11-2021


პანდემიით განპირობებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებს იწვევს, ონლაინ-სწავლების თავისებურებების შესახებ ტრეინინგში- ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი ონლაინ-სწავლებაში- მონაწილეობის მისაღებად.

კურსი მომზადებულია ლინკიოპინგისა და ლიუვენის უნივერსიტეტებში გავლილი ტრეინინგების საფუძველზე, რომელიც Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში, PRINTeL ჩატარდა.

კურსის მიზანია, მოამზადოს საშუალო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალი იმისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი სასწავლო კურსების დაგეგმვა ანდა განახლება ე.წ. ამობრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის მიხედვით, რომელშიც გამოყენებული იქნება თანამშრომლობითი სწავლის (Community of Inquiry) ხელშემწყობი მიდგომები, აქტიური სწავლის (Active Learning) ტექნიკები და ელექტრონული სწავლების ხელსაწყოები.

კურსის ჯამური ღირებულება 2 000 ლარია (კორპორაციული ჯგუფებისთვის) და მასში მონაწილეობა 20 პროფესორ-მასწავლებელს შეუძლია. კურსის ხანგრძლივობა 10 საათია, 5 დღე (დღეში ორსაათიანი შეხვედრები)

კურსის თემატიკა:

1.         ციფრული პედაგოგიური კომპეტენცია

2.         ღია საგანმანათლებლო რესურსები

3.         ონლაინ-მასალის გამოყენების პირობები

4.         თანამშრომლობითი სწავლა ონლაინ-ფორმატში

5.         აქტიური სწავლის ტექნიკები

6.         ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი

7.         ონლაინ-შეფასების თავისებურებები და ხელსაწყოები

 

მოთხოვნები:

•          ღიაობა სიახლეების მიმართ

•          მზაობა ჩვეული მიდგომების შესაცვლელად

•          ექსპერიმენტში მონაწილეობის ენთუზიაზმი

•          შედეგიანად სწავლების მოტივაცია

•          ციფრული მედიების გამოყენების გამოცდილება

 

რას ისწავლით:

·         გაზომავთ თქვენს ციფრულ პედაგოგიურ კომპეტენციას და გაეცნობით მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს ქსელური სწავლის მეშვეობით;

·         გაეცნობით ღია საგანმანათლებლო რესურსებსა (Open Educational Resources) და მათი გამოყენების სამართლებრივ ასპექტებს;

·         შეიტყობთ, რა არის აქტიური სწავლა და რატომაა მისი დანერგვა მიზანშეწონილი ახალ თაობასთან მუშაობაში;

·         გააცნობიერებთ, როგორი უპირატესობები აქვს ამობრუნებულ გაკვეთილს ონლაინ-სწავლების ფორმატში და რატომაა იგი უფრო შედეგიანი, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილი;

·         პრაქტიკაში გამოცდით (Learning by Doing) სწავლების ციფრულ ხელსაწყოებს, რომლებიც გამოგადგებათ ამობრუნებულ საკლასო ოთახში აქტიური და თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკების გამოსაყენებლად;

·         პრაქტიკაში მოსინჯავთ აქტიური სწავლის ტექნიკებს და დაგეგმავთ ეფექტიან ამობრუნებულ გაკვეთილს ე.წ. ABC-მეთოდის გამოყენებით;

·         ვიმსჯელებთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციის საჭიროებასა და უკუკავშირის (Feedback) მნიშვნელოვნებაზე ონლაინ-სწავლების პირობებში;

·         მოსინჯავთ ონლაინ-ხელსაწყოებს, რომლებიც გამოდგება ონლაინ-შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველსაყოფად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11