5 დეკემბერს აისეკ საქართველო მასპინძლობს კრეატიულ და ინოვაციური იდეებით გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი მომავლისკენ!
ინოვაციებისა და მეწარმეობის სამიტში მონაწილეობით, 17-30 წლის ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა
გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები;
გაიგონ, თუ როგორ და რა ხერხით აქციონ მათი იდეები ინოვაციურ წამოწყებად;
შეისწავლონ მომხმარებელზე მორგებული ქართული ბაზარი;
გაიზიარონ გამოცდილი მეწარმეებისა და ბიზნეს სექტორში დასაქმებული ხალხის გზა წარმატებისკენ;
განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით, გაიღრმავონ საკუთარი ინტერესების სფერო, რომელიც სამომავლოდ საკუთარი პროფესიის უკეთ შერჩევაში დაეხმარებათ;
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პროექტი წარიმართება არსებული რეგულაციების სრული დაცვით. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით პასუხის საფუძველზე, ან/და ტესტირების გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ (ტესტის პასუხის ან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე).
პროექტის სამუშაო ენა- ქართული
პროექტის საფასური: 25 ლარი
რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საკვები, პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, აქტივობის მიმდინარეობისას საჭირო სხვადასხვა საკანცელარიო მატერიალები და სხვა.
დაინტერესებული პირები, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.