მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებმა მცხეთა და ანანური მოინახულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებმა მცხეთა და ანანური მოინახულეს

24-11-2021

21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები მცხეთასა და ანანურში ექსკურსიით იმყოფებოდნენ. მათ ისტორიული ქალაქების კულტურული ძეგლები მოინახულეს და დედაქალაქში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

ექსკურსია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ინიციატივითა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. გასვლითი ღონისძიება   უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის, მათი სოციალიზაციის გაზრდისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით მოეწყო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოში სწავლა მაქსიმალურად პროდუქტიული და ახალი გამოცდილებებით აღსავსე გახადოს.

სტუ თანაბრად ზრუნავს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტების დასაქმებაზე. ამის ნათელი მაგალითია, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, რომელიც ძირითადად ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მრჩეველი კი, სწორედ საერთაშორისო სტუდენტია.

ექსკურსიის დასასრულს, უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს დაპირდნენ, რომ მათთვის მსგავსი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მოეწყობა. უნივერსიტეტმა თითოეულ მათგანს, სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11