მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქპატენტის ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების სამართალში საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქპატენტის ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების სამართალში საჯარო ლექცია ჩატარდა

19-11-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ, საქპატენტს შორის 27.04.21-ში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 19 ნოემბერს ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია ჩატარდა. 

ლექციას უძღვებოდნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მირანდა გურგენიძე და ამავე ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები: მარიამ ნოზაძე, ნონა მაისურაძე, ანა ელიაძე და მარიამ ჭიკაიძე. 

მომხსენებლებმა მოსწავლეებთან განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების არსი, ასევე გამოგონების, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საავტორო უფლებების სამართლებრივი დანიშნულება.

როგორც ცნობილია, გამოგონების, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის უნებართვო გამოყენება, წარმოადგენს საკუთრების უფლებების შელახვას, რისთვისაც კანონმდებლობით, სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაა გათვალისწინებული.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეების მიერ მომზადებული თავისუფალი თემის - ,,ინტელექტუალური საკუთრება ჩემს ირგვლივ“ პრეზენტაციების შეფასება და გამარჯვებული კლასის გამოვლენაა დაგეგმილი. გამარჯვებულები კი, დასაჩუქრდებიან საქპატენტის მიერ. 

საქპატენტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმოს ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზება, რომელთა მიზანიც, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11