ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) უცხოელ კოლეგებს იწვევს საფრანგეთში, კომპიუტერულ მეცნიერებებში სალექციო კურსის წასაკითხად და სტუ-ის პროფესორებს ეძლევათ შესაძლებლობა, როგორც მიწვეულმა პროფესორებმა, საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩაატარონ აღნიშნული სალექციო კურსი (8-12 საათი).
სალექციო კურსის ჩატარების პერიოდია 2022 წლის 10 იანვრიდან 15 აპრილამდე (შეთანხმების მიხედვთ) და ითვალისწინებს, ლექციების დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიაში ჩატარებას.
სალექციო კურსის კონტენტი:
კომპიუტერის არქიტექტურა და ქსელები
დამატებითი დაპროგრამება (C)
ვებ პროგრამირება (HTML, CSS, JS ჩარჩოები)
პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტება (Java)
დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფრანგ კოლეგას ISEN Lille უნივერსიტეტიდან:
ვირა ვანეპანი (Vira WANNEPAIN), საერთაშორისო თანამშრომლობის სპეციალისტი
საერთაშორისო ოპერაციებისა და ურთიერთობების დეპარტამენტი
ელ.ფოსტა: vira.wannepain@junia.com
ტელ.: 33 (0)3 28 38 48 23