საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ღია კონკურსებს შემდეგ პოზიციებზე:
1) მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის, ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (შრ/ხელშეკრულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება
სამუშაო ადგილი- ქ. თბილისი
რაოდენობა - 20
2) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი (შრ/ხელშეკრულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით
სამუშაო ადგილი- საქართველოს რეგიონები
რაოდენობა - 100
3) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი (შრ/ხელშეკრულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო სკოლა დამთავრებული;
სასურველია უმაღლესი განათლება - გეოგრაფია/გეოდეზია/კარტოგრაფია/ტოპოგრაფია/გეოინფორმატიკის მიმართულებით;
სასურველია სამუშაო გამოცდილება - საველე ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოების მიმართულებით;
სამუშაო ადგილი- საქართველოს რეგიონები
რაოდენობა - 350
რეესტრში არსებულ ვაკანსიებზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან 2021 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრა სამუშაოს მაძიებლებს მოგცემთ შესაძლებლობას, პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია საჯარო რეესტრის საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.
მოანაწილეებისთვის შეხვედრის ლინკია: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09
meeting ID: 868 918 0935
პაროლი: gtu2020