მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“

20-11-2021

20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

პროფესორი გურამ ტყემალაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული ტექნოლოგიების დოქტორანტურის საგანმანათებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი - მცენარეთა ბიოქიმიკოსი და ენზიმოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 102 სამეცნიერო შრომა, 6 სახელმძღვანელო და 1 ენციკლოპედიური ლექსიკონი. მისი შრომების უდიდესი ნაწილი ეძღვნება საქართველოსათვის დამახასიათებელ, ისეთი აგრარული კულტურების შესწავლას, როგორიცაა ვაზი და ჩაის მცენარე.

აღნიშნულ ნაშრომებს აქვს დიდი პრაქტიკული გამოყენება, რაც ხელს უწყობს აგრარული ტექნოლოგიების სრულყოფასა და განვითარებას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ფუნდამენტური სახელმძღვანელო ბიოქიმიის საფუძვლები და ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელთაც, თავისი შინაარსით, სიღრმითა და მრავალმხრივობით, ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. აღნიშნული შრომები დიდი შენაძენია ქართული სამეცნიერო და პედაგოგიური საზოგადოებისათვის.

პროფესორ გურამ ტყემალაძეს, ასევე დიდი საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. ის სამეცნიერო მოხსენებით ხშირად გამოდიოდა, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიომებში, მსოფლიო ყრილობებსა და კონგრესებში. სწორედ, ამიტომ მიეძღვძვნა დღევანდელი საერთაშორისო კონფერენციაც - „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“ მის 80 წლის იუბილეს.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სტუმრების წინაშე სიტყვით ასევე გამოვიდნენ, უნივერტიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, პროფესორი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, დეკანოზი ბიძინა გუნია, განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი- აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიკოსები: ავთანდილ არაბული, არჩილ ფრანგიშვილი, როლანდ კოპალიანი, რევაზ ჯაბნიძე და პაატა კოღუაშვილი; პროფესორები: თამარ ლომინაძე, გიორგი ქვარცხავა და მალხაზ დოლიძე.

კონფერენცია ეხებოდა აგრარული სექტორის განვითარების საკითხებს, სასურსათო ტექნოლოგიების, მევენახეობა-მეღვინეობის, აგროინჟინერიის, სატყეო საქმის და აგრარული ტექნოლოგიების განვითარების ასპექტებში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11