მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17-11-2021

ძვირფასო სტუდენტებო,

გილოცავთ დღევანდელ დღეს!

17 ნოემბერი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე - მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს აერთიანებს, როგორც სიმბოლო ცოდნის, განათლების, წარმატების, თავდაუზოგავი შრომის, აღმაფრენის, ახლის ძიებისა და საუკეთესო მომავლის საწინდარი.

სტუდენტობა დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი ხანაა - ცოდნის დაუფლების წყურვილი შერწყმულია დიად მიზნებთან, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უკავშირდება. საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის პერპენტუმ მობილე სწორედ თქვენ, სტუდენტები ხართ!  და ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი დიადი მიზნების აღსრულებაში ლომის წილი შევიტანოთ.

თქვენ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებს, ახალ რეალობაში გიწევთ ურთულეს გამოწვევებთან გამკლავება. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პანდემიის მიუხედავად, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში აგრძელებენ სწავლას და კვლევებს, დიდ წარმატებებს აღწევენ მეცნიერებაში, საინჟინრო დარგებში, სპორტსა და ხელოვნებაში. 

გისურვებთ, ცოდნის მისაღებად იყოთ მუდამ მოტივირებული, არ დაიზაროთ შრომა, იყოთ შეუპოვრები, არ შეგაშინოთ სავალი გზების სირთულემ, ბოლომდე დარჩეთ თქვენი იდეების ერთგული, ეზიაროთ მეცნიერებას, პროგრესს და საფუძველი ჩაუყაროთ ახალ აღმოჩენებს!

Gaudeamus Igitur - იხარეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამაც იხაროს თქვენთან ერთად ღირსეული მომავლის იმედით!

მუდამ გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა!


დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11