კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწ მების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს -„ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელშიც მონაწილეობის მიღება, ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გეგმავს ტრეინინგის ჩატარებას, რომელზეც სტუდენტები საკონკურსო პირობების შესახებ, ინფორმაციას მიიღებენ. ისინი ასევე გაიგებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი ყალბი ამბის აღმოჩენა და როგორ უნდა მომზადდეს საკონკურსო ნამუშევარი.
ტრენინგი ონლაინ რეჟიმში, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება.
ტრენინგი 1 საათს გაგრძელდება და დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.
Join Zoom Meeting:
https://gncc.zoom.us/j/87623333918?pwd=aFdiSmt4RHlSNjF3Uk9ldkRYY09Edz09
Meeting ID: 876 2333 3918
Passcode: 123456
კონკურსის - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირობები
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა შეასრულონ
შემდეგი ინდივიდუალური დავალება:
დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი -ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა.
ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს აუცილებლად უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრებიც იქნებიან კომუნიკაციების კომისიის, „მედიააკადემიის“, განათლების სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საკონკურსო პრიზები:
I ადგილი - iPhone 13 Pro
II ადგილი - HP Pavilion
III ადგილი - Ipad
საკონკურსო ვადები:
კონკურსის მონაწილემ უნდა შექმნას Google-ის ელექტრონული ფოსტა (mail.google.com)
Google-ის ელექტრონული ფოსტის შექმნის შემდეგ, საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნოს ბმულის გამოყენებით: https://forms.gle/yRokadADaZj155mP9
კონკურსის წესები:
ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
საპრეზენტაციო მასალა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს
ნებისმიერი ფორმატის ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.
შეფასების კრიტერიუმები:
რამდენად რთული იყო ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და რამდენად რთულად დასამტკიცებელი იყო ნამდვილი ამბავი
რამდენად მაღალია გამოყენებული წყაროების ფაქტობრივი სიზუსტე
რამდენად შემოქმედებითია შესრულებული დავალება
რამდენად ინფორმაციული და პრეზენტაბელურია ნაშრომი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
! ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება კონკურსის დავალებასა და პირობებს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
! ნაშრომი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
დავალების შესრულებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდს www.comcom.ge
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: medialiteracy@comcom.ge