მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სტუ-ის კიდევ ორი სტუდენტის საკანონმდებლო წინადადება განიხილა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სტუ-ის კიდევ ორი სტუდენტის საკანონმდებლო წინადადება განიხილა

16-11-2021

15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების, ელენე ჭიპაშვილისა და გულჩინა ახმედოვას მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, იძულებითი ნიშნობა დასჯადი გახდება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ საკითხის გარშემო შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიტანოს თუ არა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში.

„ამ საკანონმდებლო წინადადებით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ, იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც იძულებითი ნიშნობის მსხვერპლები ხდებიან და ყველა მოძალადე, რომელიც მათ აიძულებს დაინიშნონ კონკრეტულ პიროვნებებზე, ქონების ან რაიმე ღირებულის მიღების მიზნით, დაისაჯოს შესაბამისად.“- განაცხადა საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთმა ავტორმა, ელენე ჭიპაშვილმა.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ელენე ჭიპაშვილმა და გულჩინა ახმედოვამ სტუ-ის პროფესორ, კახა ძაგანიასთან ერთად მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, სტუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კიდევ ორი სტუდენტის, თამარ ბოლოთაურისა და თინათინ ქოქრაშვილის საკანონმდებლო წინადადებაც განიხილა, რომელიც ასევე ბატონი კახა ძაგანიას ხელმძღვანელობით იყო მომზადებული.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11