მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

15-11-2021

საქართველოს ფინანსთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივით სთავაზობს ყველაზე მასშტაბურ ფინანსისტებისა და ბუღალტრების მოსამზადებელ სამთვიან სერტიფიცირებულ სტაჟირების პროგრამას.

მიღებული ცოდნით, სტუდენტები შეძლებენ წამოიწყონ და მართონ ნებისმიერი სახის ბიზნესი, დასაქმდნენ სახელმწიფო ან კერძო სექტორში ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის: ბუღალტრის, უმცროსი ბუღალტრის, საბაჟო საქმის სპეციალისტის ან ფინანსური მენეჯერის.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს კვირაში რამდენიმე შეხვედრას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების ნაწილით. სამთვიანი გადამზადების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ რეკომენდაციით დასაქმდნენ ინსტიტუტის პარტნიორ ორგანიზაციებში.

კურსის ღირებულების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 120 ლარს. პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სააღრიცხვო პოლიტიკა;

  • საწარმოს წესდება;

  • დამფუძნებელთა / პარტნიორთა კრების ოქმი;

  • ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები;

  • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები;

  • სალაროს ინვენტარიზაციის ფორმის შევსება;

  • მიღება-ჩაბარების აქტები;

  • შემოსავლების სამსახურის RS.GE-ს;

  • პორტალზე მუშაობა;

  • ზედნადების გაგზავნა/მიღება რეალიზაციის და შიდა გადაზიდვის შემთხვევაში;

  • ანგარიშ-ფაქტურის მიღება და ატვირთვა;

  • დიპლომატიური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა;

  • ინვოისების შექმნა;

  • საწვავის ჩამოწერის/გახარჯვის აქტი;

  • სამივლინებო დოკუმენტაცია;

  • მცირე მეწარმის ჟურნალის წარმოება;

  • ხელფასების დარიცხვა და გამოთვლა;

  • საპენსიო დანაზოგის დარიცხვა და გამოთვლა;

  • ხარჯების აღრიცხვა;

  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში;

  • მარაგების აღრიცხვა;

  • ძირითადი საშუალების შესყიდვა;

  • ძირითადად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა;

  • ქონების გადასახადი;

  • მოგების გადასახადი;

  • ყველაზე მოთხოვნადი ბუღალტრული პროგრამა FINA.

კურსზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11