მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

12-11-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა ღუდუშაური, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

ჩემპიონატი 5-9 ნოემბერს, ქალაქ კიევში გაიმართა, სადაც ის საქართველოს ნაკრების წევრის რანგში ასპარეზობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მსგავსი მაღალი რანგის ტურნირზე წელს პირველად წარსდგა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ნიკა ღუდუშაურს ულოცავენ ამ დიდ წარმატებას და მისგან მომავალშიც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას ელიან.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11