მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ნათია ფოფხაძის ხსოვნას

ნათია ფოფხაძის ხსოვნას

12-11-2021

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა გამორჩეულად კარგი ადამიანი და პროფესიონალი, ახალგაზრდა მკვლევარი, აკადემიური დოქტორი, ნათია ფოფხაძე, რომელიც უკურნებელი სენით გარდაიცვალა.

ქალბატონი ნათია ფოფხაძე 1969 წლის 26 იანვარს, ქალაქ ბათუმში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1993 წელს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით დაამთავრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მუშაობა მან 2015 წლიდან დაიწყო და გაიარა სამეცნიერო-პედაგოგიური ზრდის ყველა საფეხური.

სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, ნათია ფოფხაძემ მთელი ენერგია და ცოდნა, თავდაუზოგავად მოახმარა მშობლიურ უნივერსიტეტს. ის იყო ძალიან პასუხისმგებლიანი და უაღრესად კომპეტენტური ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა და აფასებდა.

ქალბატონი ნათია მის სტუდენტებსა და კოლეგებს დაამახსოვრდებათ, როგორც თავისი საქმის უზადო პროფესიონალი და კეთილშობილი ადამიანი. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტისათვის ნათიასნაირი პროფესიონალისა და მეგობრის დაკარგვა, დიდი ტრაგედიაა.

ჩვემ ძალიან დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით, ჩვენს განსაკუთრებულ მეგობას. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახას, ახლობლებსა და სტუდენტებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11