ესპანეთის ალკალის უნივერსიტეტის (University of Alcalá - UAH) ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი (ალკალა დე ჰენარესი, ესპანეთი) ონლაინ სალექცო კურსის წასაკითხად, სტუმარი ლექტორებისთვის კონკურსს აცხადებს.
შერჩეული ლექტორები 13 დეკემბრის ჩათვლით, ესპანეთის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე ალკალის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ. სალექციო კურსი უნდა მოიცავდეს ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს.
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, CV და წასაკითხი სალექციო კურსის აბსტრაქტი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: economicas.ori@uah.es. (თემის ველში მიუთითეთ: GAF 2021
Guest Lecturer).
საკონტაქტო პირი:
იოლანდა ლაზარო გარზონი (Yolanda Lázaro Garzón)
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი
ელ.ფოსტა: yolanda.lazarog@uah.es