მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია საუდის არაბეთის სტუდენტური სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

ინფორმაცია საუდის არაბეთის სტუდენტური სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

11-11-2021

ომანის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს, საუდის არაბეთში, ომანის სასულთნოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიები გამოჰყო. აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კორესპონდენცია (სამინისტროს რეგისტრაციის N1178761; 03.11..2021; N1174531; 02.11.2021).

 

ქართველი სტუდენტებისთვის ომანის სასულთნოს მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიები შემდეგი წესის მიხედვით გადანაწილდა:

  • საინჟინრო ფაკულტეტზე - 1 საკონკურსო ადგილი;

  • ტექნოლოგიურ და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობით - 4 საკონკურსო ადგილი.

 

კონკურსანტი სტუდენტების შეჯიბრება შესაძლებელია მეორე ტურში. სტუდენტებს პროგრამების ნახვა შეეძლებათ გაერთიანებული მიმღები ცენტრის ვებგვერდის ელექტრონულ სისტემაში.

 

ზემოაღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, სტიპენდიების მიღების მსურველმა კანდიდატებმა, მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე, უნდა წარადგინონ მოთხოვნა ომანის უმაღლესი განათლების მიღების ცენტრში, შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: www.heac.gov.om

დეტალური ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამების პირობების შესახებ იხილეთ დანართში


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11