მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ რიგით მეშვიდე წლიურ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად

კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ რიგით მეშვიდე წლიურ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად

10-11-2021

2021 წლის 15-16 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტი რიგით მეშვიდე წლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმაპინძლებს, რომელშიც 20-მდე გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს ის ნაშრომები, რომლებიც თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს შეეხება.

ვინაიდან კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და მოწოდებულია რეგიონულ და საერთაშორისო სისტემაში შეაფასოს, პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიურ-ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ქვეყნის სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე, ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (Case Study) ან / და შედარებით კვლევას (Comparative Research) და მოიცავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ (მეორადი წყაროების კვლევა - ე. წ. Desk Research), ემპირიულ (პირველწყაროების - თვისებრივი / რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი), მეთოდოლოგიურ (სარეკომენდაციო - ე. წ. Advocacy Research Paper) საკითხებს.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური / ქართული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა და აბსტრაქტი 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: research@cu.edu.ge.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11