მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

09-11-2021

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადაა- 15.11.2021.

ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება - 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება - 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სტუდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში,მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის B2 დონე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში, არასდროს მიუღიათ გრანტი.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის Erasmus+ ინტერნშიპი (სტაჟირება) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში. ინტერნშიპი 2-3 თვით განხორციელდება 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში. პრიორიტეტულია ნიადაგთმცოდნეობის სამეცნიერო მიმართულება).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11