მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

09-11-2021

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology – SUT) (გლივიცე, პოლონეთი) აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა - 15.11.2021.

უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება - 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება - 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

 

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამაში ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონალინ რეგისტრაცია - 2021 წლის 1 დეკემბრამდე.

 

სტუდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში, მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება.

 

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის B2 დონე.

 

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში არასდროს მიუღიათ გრანტები.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

 

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია გარემოსდაცვა, მათემატიკა და სტატისტიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინჟინერინგი, სამშენებლო და სატრანსპორტო მიმართულებები).

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა - 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება - 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება - 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

 

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტიდან სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11