მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრეინინგი: ,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა"

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრეინინგი: ,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა"

09-11-2021

 

10-11 ნოემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, თემაზე -,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა" ტრეინინგი გაიმართება.

ზოტეროს ტრეინინგი არის მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს, თუ როგორ გამოიყენოს უფასო პროგრამა ბიბილოგრაფიული წყაროების შეგროვების, მართვისა და ციტირებისთვის.

ტრეინინგზე მონაწილეები თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ.

ტრეინინგზე განხილიული იქნება შემდეგი საკითხები:

  • შესავალი

  • ზოტეროს ბიბლიოთეკის შექმნა და წყაროების დამატება

  • პრაქტიკული სამუშაო 1

  • წყაროების დამატება სხვადასხვა ხერხით

  • ზოტეროს ბიბლიოთეკის მოწესრიგება

  • კითხვა-პასუხი

  • ციტირებების და ბიბლიოგრაფიის შექმნა

  • პრაქტიკული სამუშაო 2

  • ციტირების და ბიბლიოგრაფიის შექმნა,სტილების ცვლილება, მონაცემების ექსპორტი

  • ზოტეროს ონლაინ სივრცე

  • კითხვა-პასუხი, შეჯამება

ტრეინინგის მომხსენებელია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ანა ტრაპაიძე.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, წინასწარ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც შემდეგ ბმულზეა მოცემული: https://forms.gle/t3Q285Tk2yfxGeCG7

ტრეინინგი 10 და 11 ნოემბერს, 11 საათზე დაიწყება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11