საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია„ისურვე“ (https://isurve.ge) სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. კონსურსის თემაა- „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია სწავლის საფასურს (2250 ლარის ოდენობით) დაუფინანსებს. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში კი, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს, თავად გამარჯვებული შეარჩევს!
კონკურსის პირობები:
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტუდენტს ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს
ესეს სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
სათაური
შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
დასკვნა/მსჯელობის შეჯამება
კონკურსის ეტაპები:
განცხადებები მიიღება - 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით
ნაშრომების მიღება მოხდება- 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით
პირველი გამარჯვებული გამოვლინდება - 2021 წლის 6 დეკემბერს
განაცხადის ფორმა:
სახელი და გვარი, პირადი ნომერი
ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
უნივერსიტეტის დასახელება
ესეს სათაური
ესეს გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა A4
შრიფტი - უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა - 12
გვერდების საორიენტაციო რაოდენობა -1-2
განაცხადი და ესე უნდა გამოაგზავნოთ, შემდეგ ელ.ფოსტაზე - essayawards2021@gmail.com