მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში გაიმართა საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია - „ ლიეტუვის და საქართველოს კულტურული კავშირები“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში გაიმართა საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია - „ ლიეტუვის და საქართველოს კულტურული კავშირები“

09-11-2021

8 ნოებერს რიგით მე-7 საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენცია- „ლიეტუვის და საქართველოს კულტურული კავშირები“ ონლაინ რეჟიმში გაიხსნა.

ორდღიანი კონფერენცია ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ლიეტუვას და ავსტრიის უნივერსიტეტების სამეცნიერო აკადემიური პერსონალი. მასში მონაწილე სპიკერები კი, საკუთარი მოხსენებებით, ერთმანეთს საგანმანათლებლო და კულტურულ საკითხებზე გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიება სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დევი ხვედელიანი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები. კონფერენციას, ასევე დაესწრო საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება, ანდრიუს კალინდრასი.

ორდღიან კონფერენციაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრის მნიშვნელობაზე და კონფერენციის წარმომადგენლებს ღონისძიების გახსნა მიულოცა:

„მაქვს პატივი მოგესალმოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით და მოგილოცოთ, მე-7 საერთაშორისო დისციპლინათაშორისი სამეცნიერო კონფერენციის გახსნა. ასევე მინდა, მადლობა გადაუხადა, როგორც საქართველოს, ისე ლიეტუვას მთავრობის წარმომადგენლებს ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი მხარდაჭერა ლიეტუვური ცენტრის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. ასევე ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას და მისი მეუღლის, დიანა ნაუსედიენის .“- განაცხადა რექტორმა

პროფესორ დავით გურგენიძის შემდგომ, ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიამრთა, ლიეტუვას რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, ქალბატონმა დიანა ნაუსედიენიმ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ კულტურულ და საგანმანათებლო თანამშრომლობაზე:

„მაისში საქართველოში ვიმყოფებოდი და გაოცებული ვიყავი , იმდენი მოტივირებული ახალგაზრდა ვიხილე, რომლებიც ლიეტუვურ ენას სწავლობენ. ამ ორ ქვეყნას შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობა, ორივე მხარეს გვეხმარება ჩვენი კულტურისა და ენის უფრო ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციაში, რადგან სამწუხაროდ, ქართული და ლიეტუვური ენა ბევრმა არ იცის. ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, მსგავსი კონფერენციები და პროექტები, კი ხელს შეუწყობს ამ ყოველივეს.“- განააცხადა ქალბატონმა დიანა ნაუსედიენიმ

კონფერენციის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული კონფერენცია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის იქნება ნაყოფიერი და ორ ქვეყანას შორის არსებულ აკადემიურ კავშირებს, კიდევ უფრო გაამყარებს. კონფერენცია ხვალ, 9 ნოემბერს დასრულდება.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11