მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ვენაში ავსტრია-საქართველოს გაერთიანებული სემინარი გაიმართა

ვენაში ავსტრია-საქართველოს გაერთიანებული სემინარი გაიმართა

21-10-2021

21 ოქტომბერს ვენაში, ტექნოლოგიისა და კვლევის ცენტრ „ვინერ ნოიშტადტიში“, ავსტრია-საქართველოს გაერთიანებული სემინარი- „გამოყენებითი ფიზიკის ახალი პერსპექტივები ნანობიომედიცინაში“ გაიმართა.

სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ვირუსების ოპტიკური სპექტრომეტრიის ახალი მეთოდების შემუშავება (სპექტროვირ-1)“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩატარდა.

ავსტრია-საქართველოს გაერთიანებულ სემინარში მონაწილეობდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები: პაატა კერვალიშვილი, თამარ ბჟალავა, თამარ ბერბერაშვილი, ლალი ჩახვაშვილი, სალომე ქარსელაძე და მაგისტრი მაკა ოქროცვარიძე. ასევე ავსტრიისა და საქართველოს ოფიციალური პირები; ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (Austrian Institute of Technology GmbH) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო და ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები. 

სემინარზე შეჯამდა პროექტის - „ვირუსების ოპტიკური სპექტრომეტრიის ახალი მეთოდების შემუშავება (სპექტროვირ-1)“ - შედეგები. სემინარში მონაწილე ორივე მხარემ გამოთქვა მზაობა სამომავლოდ, სამეცნიერო კვლევების განხორციელების კუთხით პარტნიორობის შესახებ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11