მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გაცვლითი პროგრამა ავსტრიის კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამა ავსტრიის კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

04-11-2021

ავსტრიის კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems) 2021-2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამაზე კონკურსს აცხადებს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია სტუ-ის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის ერთი სტუდენტის (2 სემესტრი) ან ორი სტუდენტის (1-1 სემესტრი) მობილობა ავსტრიის უნივერსიტეტში.

შერჩეულ სტუდენტს სასწავლო კურსების არჩევა 2022 წლის იანვარში, ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლება. მას, ასევე ექნება საშუალება, სასწავლო კურსები განსხვავებული პროგრამებიდან შეარჩიოს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული სტუდენტი, ნომინირებიდან 1-2 კვირაში, ელ.ფოსტით მიიღებს ონლაინ სააპლიკაციო ბმულს, სადაც 2 კვირის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა ატვირთოს სააპლიკაციო განაცხადი.

2022 წლის საგაზაფხულო სემესტრის პერიოდია- 14.02.2022 - 30.06.2022. უნივერსიტეტში სტუდენტის გამოცხადება კი, რეკომენდირებულია სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა სტუდენტებისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადაა- 10.11.21.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება - 2021 წლის 12 ნოემბრამდე.

გასაუბრება სტუ-ის საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება - 2021 წლის 17 ნოემბრამდე


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11