მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „მასალათა და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები, ოპტიმიზირებული ენერგეტიკული პოტენციალის კონსტრუქციები“

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „მასალათა და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები, ოპტიმიზირებული ენერგეტიკული პოტენციალის კონსტრუქციები“

04-11-2021


3 ნოემბერს რიგით მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „მასალათა და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები, ოპტიმიზირებული ენერგეტიკული პოტენციალის კონსტრუქციები“ ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილე სპიკერები ერთმანეთს, ენერგიისა და მასალათა დაზოგვის ტექნოლოგიების სფეროში, გამოცდილებას უზიარებენ.

კონფერენციის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის მიღწევებს, რის დანერგვასაც უკვე საკუთარ კვლევებსა და საქმიანობაში შეძლებენ. გარდა ამისა, კონფერენცია არის საუკეთესო პლატფორმა პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩესტოხოვოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. 2011 წლიდან მოყოლებული, მათ 10 ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია აქვთ ჩატარებული, რომელთა ბაზაზეც საქართველოსა და პოლონეთში გამოცემულია შრომათა კრებულები, ასევე გამოქვეყნებულია მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის ერთობლივი პუბლიკაცია. განხილვის ფაზაშია NATO-ს პროექტი, რომელშიც ჩესტოხოვოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობას სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტიც მიიღებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან კოლაბორაციაა, რაც ზრდის ცნობადობას, კონკურენტუნარიანობას და ინტერნაციონალიზაციის დონეს.






სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11