მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“

03-11-2021


ძვირფასო კოლეგებო,

მულტიკულტურული ჯგუფი გიწვევთ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - “ადამიანის უფლებების, სოციალური უზრუნველყოფის და კეთილდღეობის რეგულირება თანამედროვე მულტიკულტურულ სამყაროში“ მონაწილეობის მისაღებად,.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წლის 20-21 დეკემბერს, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართება. მთავარი თემა კი, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები იქნება. კონფერენციის ორგანიზატორია ორგანიზაცია მულტიკულტურული ჯგუფი და მისი პარტნიორი ინსტიტუტები, ორგანიზაციები და ჟურნალები: Institute for Research and European Studies – Bitola, North Macedonia, Journal of Liberty and International Affairs, North Macedonia, Mediterranea International Centre for Human Rights Research, Italy, Georgian Technical University, Georgia, Center for Complex Development of Georgian Problems, Tbilisi State University, International Journal of Social and Educational Sciences, Turkey, Reliable Future Social Initiatives Public Union, Azerbaijan.

აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 დეკემბერი.

აბსტრაქტი დაახლოებით 150-250 და თან ახლდეს 5-7 საკვანძო სიტყვა.

სრული ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 31 დეკემბერი (არ არის სავალდებულო).

სერტიფიკატებს მიიღებენ მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც კონფერენციაზე წარადგენენ მოხსენებებს.

სამუშაო ენა არის ინგლისური.

თემები:

სოციალური უსაფრთხოება; სახელმწიფო უსაფრთხოება; ადამიანის უფლებები; მსოფლიო გამოწვევები; მიგრაცია; ნებისმიერი სახის კონფლიქტი; გლობალური დათბობა.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენციის შემდგომ, ყველა ნაშრომი, რომელიც დააკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს, დაიბეჭდება ერთ-ერთ გამომცემლობაში.

ნაშრომების მომზადების სტანდარტები გხოვთ, იხილოთ მოცემულ ლინკებზე:

For IGI Global Book “Regulating Human Rights, Social Security, and Socio-Economic Structure in a Global Perspective”

https://www.igi-global.com/publish/call-for-papers/call-details/5610?fbclid=IwAR1_a-7gmHjVjHh-nZWi7_7jZg6T9tykU3SRTHXMey8I899ekwTRc4BVK2E

For Journal of Liberty and International Affairs https://www.ejlia.com/index.php/jlia/about/submissions

For International Journal of Social and Educational Sciences https://dergipark.org.tr/en/pub/usbed/page/7632

დამატებით კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვეწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: multiculturalgroup7@gmail.com


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11