მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

02-11-2021


  ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: (https://sri.ua.es/en/movilidad/ )

 

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

 

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის B2 დონე.

 

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

 

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო მიმართულებები).

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ალიკანტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: (https://sri.ua.es/en/movilidad/)

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ალიკანტეს უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში. (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11