მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ემერიტუსი-პროფესორი გურამ დგებუაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ემერიტუსი-პროფესორი გურამ დგებუაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

02-11-2021


  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი და ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტი ემშვიდობება გუნდის განსაკუთრებულ წევრს, ემერიტუს-პროფესორს, გურამ დგებუაძეს, რომელიც 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბატონი გურამი იყო ღირსების მედლის კავალერი და ჰქონდა მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტი. მან სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას ცხოვრების 61 წელი დაუთმო.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ბატონი გურამი 1962 წლიდან მოღვაწეობდა. 1980-1988 წლებში იყო ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი, 1989 წლიდან 2017 წლამდე კი, ჯერ ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის გამგე, შემდგომ კი, იგივე მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ბატონი გურამის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლემს. ის ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის ყველასთვის!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11