29 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართვლოს“ და ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის მიერ ორგანიზებული, „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ჩატარდა, რომელიც სტუდენტთა სამეცნიერო ონლაინ-კონფერენციას გულისხმობდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ექვსი სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. ჟიურის წევრები კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი გია არაბიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი და ევროკომისიის წევრები იყვნენ.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტიდან კონფერენციაზე წარდგენილი იყო ოთხი მოხსენება. მათგან ფაკულტეტის მეორე კურსის მაგისტრანტის, სოსო მინდიაშვილის მოხსენებამ -„მწვანე მაინინგი“, რომელსაც ასოცირებული პროფესორი ნათია არაბიძე ხელმძღვანელობდა, გრანპრი აიღო. კონფერენციის მესამე საპრიზო ადგილი კი, მესამე კურსის სტუდენტმა, თეონა ბურდიაშვილმა მოხსენებისთვის, „მწვანე წყალბადი“ დაიმსახურა და მისი ხელმძღვანელიც, ნათია არაბიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.