მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამთო საქმისა და გეოლოგიის რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა

სამთო საქმისა და გეოლოგიის რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა

01-11-2021


28-29 ოქტომბერს საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ ონლაინ რეჟიმში, კომპანია „არემჯის“ აქტიური მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელები,  სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, საქართველოში მოქმედი გეოლოგიური და სამთო მიმართულების სახელმწიფო და კერძო კომპანიების წარმომადგენლები; ასევე გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „არემჯის“, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის, ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, 28 სპიკერმა გეოლოგიისა და სამთო საქმის მიმართულებით, საინტერესო და მრავალფეროვანი მოხსენებები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აღნიშული დარგების გამოცდილ და ცნობილ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას ახალგაზრდა სპეციალისტები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები იღებდნენ, რაც მათთვის დიდი გამოცდილებაა.

კონფერენციების პლენარულ სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებებთან ერთად,  სისტემატურად განიხილება გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული პრობლემები და  პერსპექტივები.  კონფერენციის მსვლელობისას, ორგანიზაციების, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შემუშავებულია რეკომენდაციები კი, გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული მრავალი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტას უწყობს ხელს.

მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე პროგრამით გათვალისწინებული 44 მოხსენებიდან, წარმოდგენილი იქნა 18 მოხსენება და შესრულდა 18 პოსტერი. კონფერენციის თეზისები დაბეჭდილია და განთავსდება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე.  გამორჩეული მოხსენების მასალები კი,  „სამთო ჟურნალში“ დაიბეჭდება. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11