მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს მათ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს მათ პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

28-10-2021

2021 წლის 15 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ გაიმართება.

კონფერენციის მიზანია, განათლების მკვლევარებისთვის, ექსპერტებისა და პროფესიონალებისათვის, აკადემიური პლატფორმის შეთვაზება, სადაც ისინი შეძლებენ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევების განხილვას, ასევე ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართება და დასწრება უფასოა. საერთაშორისო კონფერენციის თემებია: სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები; შეფასების ინოვაციური მეთოდები; ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში; ელექტრონული სწავლება და ელექტრონული ტრენინგი; ცოდნის დაუფლება, ვიზუალიზაცია და მენეჯმენტი; და სხვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და რეგისტრაციის გასავლელად, მსურველებს გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს- https://bit.ly/3mnZbT4


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11