2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა- ტექინფორმმა, როგორც FAO AGRIS-ის ეროვნულმა ჰაბმა საქართველოში, წარმატებით ჩააატარა მეორე ონლაინ სემინარი/სწავლება თემაზე - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო მონაცემების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა FAO AGRIS და AGROVOC საშუალებით".
სემინარი სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის იყო განკუთვნილი და მასში მონაწილეობა 70-ზე მეტმა სპეციალისტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის სფეროს აკადემიური პერსონალი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევარები და სპეციალისტები; სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორები და გამომცემლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
სემინარი პრაქტიკული სესიებით, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მთავარი მიზანი კი, FAO AGRIS და FAO AGROVOC სისტემების გამოყენებით, საქართველოში შესრულებული სასოფლო-სამეურნეო შრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. ასევე მონაწილეთათვის AGRIS-ისა და AGROVOC-ის შესაძლებლობების გაცნობა.
ონლაინ სემინარზე პრეზენტაციით წარდგნენ ინსტიტუტის დირექტორი, ნელი მახვილაძე და მისი მოადგილე , მარინა რაზმაძე. სემინარს ასევე ესწრებოდა, FAO-ს წარმომადგენელი, ქალბატონი ქრისტინ კოლშუსი.
ვორქშოპის დასასრულს, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მომხსენებლებისა და FAO-ს წარმომადგენლისათვის დაესვათ შეკითხვები, ასევე თითოეულ მათგანს გადაეცა სერთიფიკატი.