მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა

27-10-2021


16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი- რუსუდან ქუთათელაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი- ქეთევან ქოქრაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ანზორ აბრალავა და უფროსი მასწავლებელი, ლაშა გორგაძე გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ხელი მოაწერეს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (HTW Saar) ახალი, ხუთწლიანი მემორანდუმის გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ სტუ აღნიშნულ უნივერსიტეტთან 2018 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ორ უნივერსიტეტს შორის როგორც კვლევების, ასევე აკადემიური სწავლების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. რაც მოიცავს, ერთობლივი და ურთიერთშეთანხმებული კვლევებისა და განვითარების პროექტების განხორციელებას ეკონომიკის, ბიზნესისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგებში.

ვიზიტისას ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (HTW Saar) შედგა შეხვედრები, სადაც მომწვევი მხარის მიერ დაინიშნა ახალი კურატორი, პროფესორი შტეფან ჰუტერი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და HTW-ის პროფესორები ახალი მემორანდუმის ფარგლებშიც გააგრძელებენ ერთობლივი, საჯარო ლექციების ჩატარებას. შტეფან ჰუტერმა 2022 წლის გაზაფხულზე HTW-ის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კი, მას ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელობა და ერთობლივი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება შესთავაზეს.

სტუ-ის წარმომადგენლებმა კოლეგებთან, ასევე გერმანიაში სასწავლებლად, ქართველი სტუდენტების დაფინანსების საკითხები, DAAD და ERASMUS+ პროგრამები განიხილეს. ახალი მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11