მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

27-10-2021

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება 15 ნოემბრის 16:00 საათამდე არის შესაძლებელი.

მაგისტრანტთა სამაგისტრო ნაშრომების გრანტით დაფინანსების მიზანია, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდა, აკადემიური დონის ამაღლება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესება.

კონკურსის ფარგლებში, გრანტი შეიძლება მოიპოვოს, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები და გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაციისა და კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს:
https://bit.ly/3beGgUl



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11