მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ ში გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი, „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია"

სტუ ში გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი, „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია"

25-10-2021

საქართველოს   ტექნიკური   უნივერსიტეტის   საინჟინრო   ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა   და   სოციალურ-   მეცნიერებათა   ფაკულტეტებზე, გრძელდება ლექცია-სემინარების კურსი, „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“.

2021-2022 სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფები, აღნიშნული ფაკულტეტების მეოთხე კურსის ბაკალავრიატები არიან. ლექცია-სემინარებში მონაწილეობს 120-ზე მეტი სტუდენტი იღებს. თითოეული ჯგუფისათვის კი, 15 ლექცია და 15 სემინარი ჩატარდება. სტუდენტებს ლექციებს პროექტის   კოორდინატორი,   უნივერსიტეტის   ასოცირებული პროფესორი, ემზარ ფაჟავა ჩაუტარებს .

სალექციო კურსი თავისუფალ კომპონენტს წარმოადგენს და არის არჩევითი. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებისთვის მომზადებულია სალექციო კურსი-„ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე შეიქმნა ვებ-გვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის   შესახებ, მასალები იქნება განთავსებული.

ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სალექციო კურსები წელსაც დისტანციურ რეჟიმში დაიწო, რომელიც უნივერსიტეტის მიერ, სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით არის უზრუნველყოფილი.

პროექტი ევროკავშირის, Erasmus + Jean   Monnet Module -ის   პროგრამისა და სქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება და 2022 წელს დასრულდება.   


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11