20-10-2021
ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა (GSERM) (სლოვენია) აცხადებს ინგლისურენოვან ონლაინ კურსებს 2022 წლის იანვრისთვის.
პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს მოწინავე მეთოდური უნარ-ჩვევების დაუფლებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უახლესი აკადემიური კვლევების ჩატარებისთვის.
თითოული ემპირიული კვლევითი კურსი 4-კრედიტიანია.
კურსები გაიმართება 2022 წლის 10-14 და 17-21 იანვარს (პირველი და მეორე სესია).
ღირებულება:
მაგისტრანტი / დოქტორანტი / პოსტდოქტორი: 1 კურსი - 700 ფრანკი; 2 კურსი - 1,300 ფრანკი
პრაქტიკოსი / ინსტიტუციური პარტნიორები: 1 კურსი - 1,400 ფრანკი; 2 კურსი - 2,300 ფრანკი.
დაინტერესებული პირებისთვის
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებგვერდი.
ელ.ფოსტა:
gserm@unisg.ch
სიახლეებში დაბრუნება