მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

19-10-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში უმსხვილესი მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც სამეცნიერო-საინჟინრო დარგების გარდა, სახელოვნებო ტრადიციებითაა განთქმული.

სწორედ სტუ-ში დაიწყო უამრავმა ცნობილმა მუსიკოსმა, შემსრულებელმა, მსახიობმა თუ მოცეკვავემ შემოქმედებითი კარიერა. ესენი არიან: გურამ ბზვანელი, ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, თენგიზ სუხიშვილი, ბორის წიფურია, ქართლოს კასრაძე, მურმან ჯინორია, პაატა ბურჭულაძე, თემურ გუგუშვილი, გია ასათიანი, ირმა სოხაძე, ჯემალ სეფიაშვილი, გია ჭირაქაძე, ზაზა მარჯანიშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ ნიკოლეიშვილი, კაკო ვარშალომიძე, მერაბ სანოძე და მრავალი სხვა. ასევე პოპულარული ჯგუფები: „ცისფერი ტრიო“, ტრიო “თბილისი“, „შვიდკაცა“, „მგზავრები”, სატირულ-იუმორისტული ჯგუფი- „პა-სეანსი’’.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქართული ჯაზის ფუძემდებელი, გპი-ს სახელოვანი ჯაზ-ორკესტრი (დამაარსებელი იოსებ ტუღუში, ამჟამინდელი ხელმძღვანელი- ირაკლი კალმახელიძე), რომელიც წელს 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული, ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი- „მოდი ნახე“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე), რომელსაც წელს დაარსებიდან 75 წელი უსრულდება, სტუ-ის ვაჟთა კაპელა (დამაარსებელი იუზა კუბლაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი), რომელიც უკვე 57 წელია მოღვაწეობს და ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი- „მერანი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ კობახიძე) , რომელიც 2022 წელს, ასევე, 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ტრადიციები გრძელდება!

 

ძვირფასო სტუდენტებო, ყველას, ვინც ხელოვნებით ხართ დაინტერესებული- მღერით, ცეკვავთ, უკრავთ ან თეატრალური სცენა გხიბლავთ, შესაძლებლობა გაქვთ გაერთიანდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვნებო კოლექტივებში და სტუდენტური წლები შემოქმედებითად გაატაროთ.

 

ყველა მსურველს გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ შერჩევითი გასაუბრება (კასტინგი), რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება:

 

·         თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“ - ყოველ სამუშაო დღეს, 14:00;

მისამართი: მ. კოსტავას ქ. 69 , სტუ მე-2 კორპუსი, მე-3 სართ.;

საკონტაქტო პირი: გიორგი ჭანტურია; 598 995 158;

 

·         ჯაზ-ორკესტრი - ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს, 14:30;

მისამართი: მ. კოსტავას, 69; სტუ მე-2 კორპუსი, მე-3 სართ.;

საკონტაქტო პირი: ირაკლი კალმახელიძე; 577 42 10 17;

 

·         ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ - სამუშაო დღეებში, 18:00; შაბათს - 11:30;

მისამართი: მ. კოსტავას, 69, სტუ X კორპ (შესასვლელი მე-2 კორპუსიდან);

საკონტაქტო პირი: თამაზ კობახიძე, 599 153 567;

 

·         ვაჟთა კაპელა - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:00;

მისამართი: მ. კოსტავას 77, სტუ ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართ., დიდი დარბაზი. საკონტაქტო პირი: ციცინო ფალავანდიშვილი, 599 512 135

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11