მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

21 ოქტომბერს ინსტიტუტი ტექინფორმი გიწვევთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, UNFAO-ს საინფორმაციო სისტემების (AGRIS, AGROVOC) შესახებ სემინარზე/სწავლებაზე

21 ოქტომბერს ინსტიტუტი ტექინფორმი გიწვევთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, UNFAO-ს საინფორმაციო სისტემების (AGRIS, AGROVOC) შესახებ სემინარზე/სწავლებაზე

18-10-2021

სემინარი/სწავლება FAO-ს მხარდაჭერით ჩატარდება 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე. სემინარის/სწავლების მიზანია, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის FAO-ს საინფორმაციო სისტემების გამოყენების და მართვის პრინციპების გაცნობა, ასევე ქვეყნის აგროსფეროს სამეცნიერო მიღწევების შესახებ, მსოფლიო საზოგადოების ცნობადობის ამაღლება.

სემინარი/სწავლება განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სფეროს აკადემიური პერსონალისათვის, მკვლევარებისა და სპეციალისტებისათვის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის, სამეცნიერო ჟურნალის გამომცემლებისათვის.

სემინარზე/სწავლებაზე განხილული იქნება AGRIS-ის სისტემაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო შრომების ძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, ინფორმაციის განთავსების პრაქტიკული საკითხები, ჩანაწერების დახარისხება და მათი სტანდარტიზაცია. ასევე, თეზაურუს AGROVOC-ის გამოყენება, სამეცნიერო პროდუქციის აღწერისათვის.

სემინარს/სწავლებას გაუძღვებიან ინსტიტუტის დირექტორი, ნელი მახვილაძე და მისი მოადგილე, მარინა რაზმაძე (დირექტორის მოადგილე).

ამასთან, ტექინფორმი ახალ მიმწოდებლებს (პროვაიდერებს) გაუწევს კონსულტაციას, FAO AGRIS-ის სისტემაში დარეგისტრირების შესახებ, ასწავლის მათ, თუ როგორ განათავსონ დამოუკიდებლად, საკუთარი სამეცნიერო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

სემინარში ასევე ჩაერთვებიან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, FAO-ს წარმომადგენლები ძირითადი ოფისიდან.

აღნიშნული სემინარის/სწავლების მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები!

ვებინარზე დასწრების მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ მოცემულ ვებ-გვერდზე:

https://us06web.zoom.us/meeting/register/tZclf-GtqDkuGNwUqQdUrpWb3MNUKzMXNHA6

 

რეგისტრაციის შემდგომ კი, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე დასტურის წერილსა და საჭრო რეკვიზიტებს მიიღებთ.

 

საკონტაქტო პირები:

razmadze.m@gtu.ge, მარი რაზმაძე (593 636233)

nellym@gtu.ge, ნელი მახვილაძე (599 541416)

 

უფრო მეტი FAO-ს საინფორმაციო სისტემებისა და ინსტიტუტ ტექინფორმის შესახებ იხ. ქვემოთ:

 

FAO AGRIS - გაეროს სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემა - მრავალენოვანი ბიბლიოგრაფიული მონაცემების ბაზაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული კვლევის შედეგებსა და ტექნიკური ინფორმაციის მდიდარ კოლექციაზე ხელმისაწვდომობას. AGRIS-ში განთავსებული რეფერატები და სტატიები ხილვადია Google Scholar-ში.

AGRIS-ში ჩანაწერები ინდექსდება FAO-ს მრავალენოვანი თეზაურუს AGROVOC-ის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ზუსტ იდენტიფიცირებას, სტანდარტიზებულ ინდექსირებას და ეფექტური ძიების ჩატარებას.

AGROVOC - წარმოადგენს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ურთიერთდაკავშირებული ცნებების ჰაბს. ის არის კონტროლირებადი ლექსიკონი და თეზაურუსი, რომელიც მოიცავს FAO-ს საქმიანობის ყველა სფეროს, აადვილებს სისტემის მონაცემების სტანდარტიზებას და მათი ძიების პროცესს. ამჟამად AGROVOC აერთიანებს 37 500-ზე მეტ ცნებას და 800 000-ზე მეტ ტერმინს, 40-მდე ენაზე (მათ შორის ქართულზე), რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნილების მიხედვით, მოიძიოს მონაცემები.

სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი - ტექინფორმი

სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი ინსტიტუტი ტექინფორმი 2000 წლიდან წარმოადგენს AGRIS-ის ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2020 წლიდან ინფორმაციის მიმწოდებლების ეროვნულ ჰაბს.

ინსტიტუტი სისტემატურად აწვდის აღნიშნულ სისტემას საქართველოს სამეცნიერო შრომების (პუბლიკაციები, კონფერენციების მასალები, მონოგრაფიები, კვლევები და ა.შ.) რეფერატებსა და სტატიებს. დღეისათვის სისტემაში განთავსებულია 2000-ზე მეტი ჩანაწერი.

ტექინფორმი არის თეზაურუს FAO AGROVOC-ში ქართული ტერმინების ერთადერთი მიმწოდებელი და 2016 წლიდან თეზაურუსის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად თეზაურუსში ტექინფორმის მიერ განთავსებულია სულ 35 ათასამდე ქართული ტერმინი.

ინსტიტუტი არის FAO-ს წყლის მეცნიერებისა და მეთევზეობის სისტემის (მონაცემთა ბაზის) ASFA-ს ასოცირებული პარტნიორი, თანამშრომლობს GODAN-თან.

ტექინფორმში განთავსებულია FAO-ს ეროვნული სადეპოზიტო ბიბლიოთეკა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11