21 ოქტომბერს ავსტრიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი, „გამოყენებითი ფიზიკის ახალი ჰორიზონტები ნანობიომედიცინაში“გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები: პაატა კერვალიშვილი, თამარ ბჟალავა, თამარ ბერბერაშვილი, ლალი ჩახვაშვილი და სალომე ქარსელაძე მიიღებენ.
აღნიშნული სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ვირუსების ოპტიკური სპექტრომეტრიის ახალი მეთოდების შემუშავება (სპექტროვირ-1)“ ფარგლებში ჩატარდება.
იხილეთ, სემინარის დღის წესრიგი